ფეხბურთი

16:09 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეიტამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს

გვინეის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს. როგორც გვინეის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულ პუტმა განაცხადა, ნაბის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიდის.

"კეიტას შვეიცარიაში ექიმთან კონსულტაცია ჰქონდა. მან თქვა, რომ ნაბის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში შეუძლია. ვნახოთ რა მოხდება." - ციტირებს პუტის სიტყვებს Goal-ი.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ ფორმაში შეხვდება კეიტა ფინალს. ასევე უცნობია გარისკავს თუ არა იურგენ კლოპი და ფეხბურთელს ათამაშებს. გვინეელმა ტრავმა "ბარსელონასთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით ლიგის ფინალი და აფრიკის ეროვნებათა თასი უნდა გამოეტოვებინა. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი 1 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114583