კალათბურთი

14:25 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “უნიკახას” მე-20 გამარჯვება

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-20 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე რჩება.

შეჯიბრის 33-ე ტურში მალაგელები “იბეროსტარ ტენერიფეს” ესტუმრნენ და 92:85 სძლიეს. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:32 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახა” მომდევნო შეხვედრას 26 მაისს, შინ, გიორგის ყოფილ გუნდ “მორაბანკ ანდორასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118952