ფეხბურთი

13:30 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კომპანი "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველი ვენსან კომპანი "მანჩესტერ სიტის" დატოვებს. კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბელგიელმა მოთამაშემ თავად გადაწყვიტა "ქალაქელთა" რიგებში 11 წლის შემდეგ ასპარეზობა დაესრულებინა.

ვენსანისთვის გუშინ "უოტფორდთან" მოგებული ასოციაციის თასის ფინალი ბოლო მატჩი იყო "მანჩესტერ სიტის" მაისურით. მცველმა ინგლისური კლუბის რიგებში პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო. კომპანიმ 360 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. თუ სად გააგრძელებს კარიერას ბელგიელი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

0.112875