ფეხბურთი

14:03 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდემ გრიზმანთან მოლაპარაკების დაწყება დაადასტურა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ანტუან გრიზმანს კლუბი უკვე დაუკავშირდა, თუმცა სეზონის დასრულებამდე "ბლაუგრანა" ტრანსფერებს არ განახორციელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით კი, "ბარსელონა" მზადაა ფრანგის გამოსასყიდი თანხა 108 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ უკვე დავუკავშირდით გრიზმანს. ისიც მართალია, რომ მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ სეზონის ბოლომდე არაფერი გადაწყდება. ჩვენ ვერაფერს გეტყვით ახალს, როდესაც საქმე ეხება სხვა გუნდის მოთამაშეს. ანტუანი დიდებული ფეხბურთელია და ამას ყოველთვის ვამბობდით." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვალვერდემ.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევნა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებს. "ბარსელონას" სეზონის ბოლო მატჩი "ვალენასიასთან" ესპანეთის თასზე აქვს და 25 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი გადავა თუ არა გრიზმანი კატალონიურ კლუბში.

სტატისტიკა
0.265535