ფეხბურთი

12:00 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონია (+VIDEO)

ლისაბონის "ბენფიკამ" პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში "სანტა კლარა" 4:1 დაამარცხა და პორტუგალიის ჩემპიონი 37-ედ გახდა. "არწივებმა" 87 ქულა დააგროვეს და "პორტუ" ორი ქულით ჩამოიტოვეს. შესაბამისად, ლისაბონელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო "დრაკონებს" საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევთ ტურნირზე ჩართვა.

"ბენფიკამ" პორტუგალიის ჩემპიონატი 37-ჯერ მოიგო და ამ მხრივ რეკორდსმენია. ასევე, პორტუგალიის თასზე (26), პორტუგალიის ლიგის თასზე (7) კლუბს ყველაზე მეტი მოგება აქვს. სუპერთასი კი ლისაბონელებმა შვიდჯერ დაისაკუთრეს. 2018/19 წლების სეზონის ბომბარდირი ასევე "ბენფიკას" თავდამსხმელი ჰარის სეფეროვიჩი გახდა, რომელმაც 23 გოლი გაიტანა.

0.130153