ჩოგბურთი

10:00 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომის მასტერსის ფინალში ჯოკოვიჩი ნადალს დაუპირისპირდება

რომის მასტერსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიეგო შვარცმანი 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა და მეხუთედ შეეცდება იტალიის დედაქალაქში ტურნირის მოგებას. ამისთვის სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში რაფაელ ნადალი უნდა დაამარცხოს. მატჩი 19 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ესპანელ და სერბ ჩოგბურთელებს მასტერსის ტურნირები 33-ჯერ აქვთ მოგებული და ამ მხრივ რეკორდს ინაწილებენ, თუმცა დღეს ერთ-ერთი ერთპიროვნულად, დროებით გალიდერდება. რომის ტურნირზე ნადალი ჯოკოვიჩს ჯამში 4:3 უგებს, ხოლო ფინალურ დაპირისპირებებში ფრეა - 2:2.

ნადალს რომის მასტერსი რვაჯერ აქვს მოგებული და მიმდინარე სეზონში შეეცდება გრუნტის საფარზე მშრალი სერია შეწყვიტოს. მონტე კარლოს მასტერსზე, ბარსელონას ტურნირზე და ასევე მადრიდის მასტერსზე რაფამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. აღნიშნულ წყვილს შორის 54-ე დაპირისპირება გაიმართება, ჯოკოვიჩი უერთიერთშეხვედრებში 28:25-ს იგებს.

Loading...
0.15157