ისტორია

9:35 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976 - დაიბადა კევინ გარნეტი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (212 სმ). აშშ-ს “დრიმ თიმის” შემადგენლობაში, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადაზე ქორწინების გამო არ ითამაშა. 1995-2007 წლებში გამოდიოდა “მინესოტა თიმბერვულვზში”, “ბოსტონ სელტიკსში”, “ბრუკლინ ნეთსში”. 2008 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 2003 და 2004 წლებში დაასახელეს NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ. 15-ჯერ ითამაშა ნბა-ს “ოლ სტარის” მატჩში (1997, 1998, 2000-2011). 2003 წელს დაასახელეს ამ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად. 2008 წელს აღიარეს ასოციაციის დაცვის საუკეთესო მოთამაშედ. კევინ გარნეტი ნბა-ს ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში გაკეთებული აქვს 20 ათას ქულაზე, 11 ათას მოხსნაზე, 4 ათას შედეგიან გადაცემაზე, 1 200 ჩაჭრასა და 1 500 ბლოკ-შოტზე მეტი. “ბოსტონ სელტიკსში” გარნეტის ყოველწლიური ხელფასი 24 მილიონ 750 ათასი იყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა შორის, ტომ ჯენკინსმა ფრენკ გოტჩა დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1907- დაარსდა ფინეთის ფეხბურთის ფედერაცია.

1909- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ჯეკ ჯონსონისა და ჯეკ ო’ბრაიენის ორთაბრძოლა მეექვსე რაუნდში შეწყდა.

1917- ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში, დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რუსენბორგი”. ნორვეგიის 20-გზის ჩემპიონი და თასის ცხრაგზის მფლობელი. ასპარეზობს სტადიონ “ლერკენდალზე”, რომლის ტრიბუნებიც 21 850 მაყურებელს იტევს.

1929- ბარსელონაში მიმდინარე ფიფას კონგრესზე გადაწყდა, რომ 1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ურუგვაი უმასპინძლებდა. ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი როლი იმ ფაქტმა შეასრულა, რომ ურუგვაი 1924 და 1928 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იყო. ამასთან, 1930 წელს ურუგვაის დამოუკიდებლობის 100 წელი უნდა ეზეიმა. ფიფას ამ გადაწყვეტილებამ ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები საგონებელში ჩააგდო. შორეული მოგზაურობის დაფინანსების სირთულის გამო, მუნდიალზე გამგზავრებაზე უარი ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, ესპანეთმა, იტალიამ, ავსტრიამ, უნგრეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გერმანიუმ და შვეიცარიამ განაცხადა. ურუგვაიში ევროპელთაგან მხოლოდ ბელგიის, რუმინეთის, საფრანგეთისა და იუგოსლავიის ნაკრებები გაემგზავრნენ, ფინანსური ხარჯი კი ნაწილობრივ ფიფამ დაფარა. პლანეტის პირველ მუნდიალზე მონაწილეობა სულ 13 ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა მიიღო.

1950- ჯიმი მულენი პირველი ინგლისელი მოთამაშე გახდა რომელიც სანაკრებო დონეზე, მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მან ბრიუსელში, ბელგიის გუნდთან მატჩის მსვლელობისას (ინგლისელებმა 4:1 გაიმარჯვეს) ჯეკი მილბერნი შეცვალა.

1976- UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ შეხვედრაში, “ლივერპულმა” “ბრიუგესთან” 1:1 ითამაშა (პირველი პაექრობა ლივერპულში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს) და საპატიო პრიზს დაეუფლა.

1979- თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უნგრეთთან 2:2 ითამაშა. შეხვედრას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. 75-ე წუთისთვის, საბჭოთა ნაკრები 1:2-ს აგებდა, როცა დავით ყიფიანის პასით თანაფარდობა რამაზ შენგელიამ აღადგინა. სსრკ (გუნდს ნიკიტა სიმონიანი წვრთნიდა): გონტარი, ბერეჟნოი, აჯემი, მახოვიკოვი, ბუბნოვი, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე (ყიფიანი 70), ჩესნოკოვი (ჟუპიკოვი 87), შენგელია, ბლოხინი (კაპიტანი). შოტლანდიელმა არბიტრმა მაკგინლიმ, 84-ე წუთზე ბუბნოვი გააძევა.

1982- UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ შეხვედრაში, შვედეთის “გეტებორგმა” ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონზე”, ადგილობრივი “ჰამბურგი” 3:0 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. პირველი შეხვედრაც “გეტებორგმა” მოიგო (1:0).

1984- ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი ოფის მატჩში, პატ ლაფონტენმა 22 წამის განმავლობაში 2 შაიბა გაიტანა.

1993- UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ “დელე ალპიზე”, 63 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, დორტმუნდის “ბორუსია” 3:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა “ბებერმა ქალბატონმა” 3:1 მოიგო) და საპატიო პრიზი მოიპოვა.

1994- ჩოგბურთელი ჯენიფერ კაპრიატი ნარკომანიის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში კურსის ჩატარებას შეუდგა.

1999- ბირმინგემის “ვილა პარკზე”, თასების თასის ბოლო გათამაშების ფინალი შედგა. რომის “ლაციომ” 2:1 ესპანური “მალიორკა” დაამარცხა. გოლები კრისტიან ვიერიმ, პაველ ნედვედმა (“ლაციო”) და დენიმ (“მალიორკა”) გაიტანეს. რომაელებს შვედი სვენ გორან ერიქსონი წვრთნიდა, მალიორკელებს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი.

2000- დანიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის,” “ჩელსისა” და “რეინჯერსის” ვარსკვლავმა ბრაიან ლაუდრუპმა ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. ამისი მიზეზი, აქილევსის მყესის ტრავმა იყო.

2005- ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონი ნინო ხურციძე გახდა.

2006- საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, რომელიც სლოვაკეთის დუბნიცაში შედგა, თურქ თანატოლებთან 0:6 წააგო. ქართველებს ჰაინც ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2007- ზედიზედ ექვსი მარცხის შემდეგ, მაისის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან დასავლეთის კომოსუბი კოტოშოგიკუ დაამარცხა.

2007- ბუქარესტში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, ნესტორ ხერგიანმა (60 კგ) პირველი ადგილი დაიკავა.

2007- გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევან კობიაშვილის “შალკე” ვერცხლის პრიზიორი გახდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი “შტუტგარტმა” დაიკავა.

2007- იტალიურ სერია A-ში, თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა “მილანის” ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ. იმ დღეს იგი 41 წლისა და 25 დღის ასაკის იყო. აპენინელთა უპირველეს საფეხბურთო ლიგაში, მინდვრის მოთამაშეთაგან უფრო ხანდაზმულს არავის უასპარეზია.

2008- მილანის “ინტერმა” “პარმა” 2:0 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიპოვა სკუდეტო.

2009- 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გერმანიამ დამატებით დროში ჰოლანდიას 2:1 მოუგო. გადამწყვეტი მატჩი მაგდებურგში ჩატარდა.

2010- საქართველოს საკლათბურთო ჩემპიონი რუსთავის “ენერჯი-ინვესტი” გახდა. გუნდის შემადგენლობა: ზვიად ბაბიაშვილი, ზურაბ მაჭავარიანი, მიხეილ ჩიტაშვილი, ლევან ცეკვავა, რევაზ ჩაჩანიძე, მალხაზ აბაიშვილი, კოტე ტუღუში, აკაკი დვალიშვილი, დავით არჭივიძე, ლუკა ხმელიძე, ჟოლივეტ ტუჯანი, მიხეილ ჭოჭუა, გიორგი ბერუაშვილი, ანატოლი ბოისა, გიორგი პირველაშვილი, დომინიკ ტილფორდი. მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი. მწვრთნელი ბადრი კიკვიძე.

2012- ჩემპიონთა ლიგის ფინალი. “ბაიერნი”-“ჩელსი” 1:1. პენალტებით 4:3 “ჩელსიმ” მოიგო. მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” მატჩს 62500 მაყურებელი დაესწრო. “ჩელსის” რობერტო დი მატეო წვრთნიდა.

2013- ალექს ფერგიუსონი, პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი, მაიკლ ოუენი – ისინი ფეხბურთიდან წავიდნენ. სერ ალექსმა ბოლოჯერ გაწვრთნა “მანჩესტერ იუნაიტედი”, მისმა გუნდმა კი თავიდან გოლები დააწვიმა “ვესტ ბრომვიჩს”, 5:2 იგებდა და შემდეგ რაც მოხდა, ეს ფანტასტიკას უფრო განეკუთვნებოდა - 5:5!

ამ დღეს დაიბადნენ

1904- სვენ ტოფელტი. შვედი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1918- ფლორენს ჩედუიკი. პირველი მოცურავე, რომელმაც ლა მანში ორივე მხარეს შეუსვენებლივ გადაცურა.

1936- ელიზაბეტ შვარცი. ავსტრიელი მოციგურავე. წყვილთა შორის ციგურებით ფიგურულ სრიალში 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1936- ანდრეი კვაშნიაკი. ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელი. 1962 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი. ევროპის 1960 წლის პირველობის მესამეადგილოსანი.

1944- იან ტალსტი. ესტონელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.

1950- გურამ ბიგანიშვილი. ქართველი აფროსანი (“ვარსკვლავის” კლასი). 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1982, 1984) და თასის მფლობელი (1983, 1986). 1980, 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1950- მიხაილ იშჩენკო. საბჭოთა ხელბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1953- შავარშ კარაპეტიანი. წყალქვეშა ცურვაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.

1963- ფილიპო გალი. “მილანის” მცველი 1983-97 წლებში. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა ჩემპიონთა ლიგის, თითოჯერ საკონტინენტთაშორისო და ევროპის სუპერთასს.

1969- დუდუ დადიანი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს” და ვითა-ს მოთამაშე. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა. ტრაგიკულად დაიღუპა 2002 წელს. ყოველწლიურად ტარდება დუდუ დადიანის სახელობის ტურნირი.

1972- ალექსანდრ გოლუბევი. რუსი მოციგურავე. ხუთას მეტრზე რბენაში 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976- კევინ გარნეტი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (212 სმ). აშშ-ს “დრიმ თიმის” შემადგენლობაში, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადაზე ქორწინების გამო არ ითამაშა. 1995-2007 წლებში გამოდიოდა “მინესოტა თიმბერვულვზში”, “ბოსტონ სელტიკსში”, “ბრუკლინ ნეთსში”. 2008 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 2003 და 2004 წლებში დაასახელეს NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ. 15-ჯერ ითამაშა ნბა-ს “ოლ სტარის” მატჩში (1997, 1998, 2000-2011). 2003 წელს დაასახელეს ამ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად. 2008 წელს აღიარეს ასოციაციის დაცვის საუკეთესო მოთამაშედ. კევინ გარნეტი ნბა-ს ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში გაკეთებული აქვს 20 ათას ქულაზე, 11 ათას მოხსნაზე, 4 ათას შედეგიან გადაცემაზე, 1 200 ჩაჭრასა და 1 500 ბლოკ-შოტზე მეტი. “ბოსტონ სელტიკსში” გარნეტის ყოველწლიური ხელფასი 24 მილიონ 750 ათასი იყო.

ამ დღეს გარდაიცვალა

1994- ლუის ოკანა. ესპანელი ველოსიპედისტი. 48 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოკანამ 1973 წელს “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

0.117291