სხვა

0:07 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენა EOC-ის წარმომადგენლობით სემინარს მასპინძლობს

ვენა ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენელთათვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) მიერ ორგანიზებულ სემინარს (18-19 მაისი) მასპინძლობს.

სემინარის ფორმატმა წლეულს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ის ჩატარდება ჯგუფური დისკუსიების სახით, რაც ინფორმაციის ცალმხრივ ნაკადს გამორიცხავს და ყველა მონაწილეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას მისცემს.

დელეგატები განიხილავენ ევროპის სპორტულ მოდელს და მათ მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე ახალ სპორტულ ტექნოლოგიებს, სპორტის კომერციალიზაციის საკითხს, მასობრივი სპორტის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

გენდერულ თანასწორობის საკითხზე მოხსენებით გამოვლენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალური მდივანი გუნილა ლინდბერგი და IOC-ის წევრი, EOC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ლიტვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დაინა გუდზინევიჩიუტე.

სპიკერთა შორის არიან ASOIF-ის (ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია) პრეზიდენტი ფრანჩესკო რიჩი-ბიტი, GAISF-ის (საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია) პრეზიდენტი რაფაელე ჩიული, IOC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორი ჯეიმს მაკლეოდი და IOC-ის იურიდიული დირექტორი ენ ვან ისენდიკი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133409