ფეხბურთი

21:34 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის მერვე გოლი მიმდინარე სეზონში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "რანდერსის" შემტევმა საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი "ორჰუსს" ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

"რანდერსი" მეცხრე წუთზე უკვე აგებდა, თუმცა ლობჟანიძემ მე-15 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მასპინძლებმა 34-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და მატჩი მოიგეს. საპასუხო დაპირისპირება აღნიშნულ გუნდებს შორის 26 მაისს გაიმართება.

საბამ მიმდინარე სეზონში "რანდერსის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110607