სხვა

19:50 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მთავარი ბრძოლები ხვალიდან იწყება

გლდანის ხელბურთის ცენტრში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის. დღეს 2 მატჩი მოგო თბილისის პეგასმა და დაეწია ლიდერს, აჭარის გუნდს - ორივეს 14 ქულა აქვს. აჭარელები ხვალიდან ერთვებიან დასკვნით ტურში.

თბილისში ჯერ ჩამოვიდა დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი და ეთამაშა აღმოსავლეთის ოთხეულს. ამ გუნდებმა - სამტრედიამ, ბათუმმა, წყალტუბომ და სენაკმა ჩემპიონატი უკვე დაასრულეს. მათგან საუკეთესო შედეგი, 11 ქულა აქვს სამტრედიას, რომელმაც თბილისში ოთხიდან 3 მატჩი მოიგო. 9 ქულით დაასრულა შეჯიბრება ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა, რვით - წყალტუბოს პრომეთემ და უქულოდ არც მსგავსი შეჯიბრებების დებიუტანტი, სენაკის გუნდი დარჩა.

კვირას გვეწვევა დასავლეთის 4 საუკეთესო გუნდი - აჭარა, ფოთი, ქუთაისი და ზუგდიდი და აღმოსავლეთის ოთხეულს ეთამაშება. ყველაზე საინტერესო მატჩებიც 19-20 მაისს გველის. ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა ორშაბათს, 20 მაისს გაირკვევა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

საერთო ტური, გლდანი, 17-20 მაისი

18 მაისი

სენაკი - პეგასი 5-14

წყალტუბო - რუსთავი 10-9

სამტრედია - ქარიშხალა 14-9

ბსბ ბათუმი - პეგასი 7-14

სენაკი - ქარიშხალა 7-11

წყალტუბო - გორი 16-7

ბსბ ბათუმი - რუსთავი 16-7

სამტრედია - გორი 19-5

მსაჯები: თ, კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ა. ჩხაიძე, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

-----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-------ქ

აჭარა-----------7---7---0---0--140-47---14

პეგასი----------7---7---0---0---82-44---14

ფოთი----------7---6---0---1---78-55----12

სამტრედია---11---5---1---5--118-128--11

ქუთაისი-------7---5---0---2---77-55----10

ბათუმი-------11---4---1---6--109-123---9

ზუგდიდი-----7---4---0---3---78-68----8

ქარიშხალა-----7---4---0---3---72-74----8

წყალტუბო---11---4---0---7--109-120---8

რუსთავი-------7---2---0---5---60-70----4

სენაკი---------11---1---0--10--61-140----2

გორი-----------7---0---0---7---36-96-----0

19 მაისი

11:00 ქუთაისი - პეგასი

11:45 ფოთი - რუსთავი

12:30 აჭარა - გორი

13:15 ქუთაისი - ქარიშხალა

14:00 ფოთი - გორი

14:45 აჭარა - რუსთავი

15:30 ზუგდიდი - პეგასი

16:15 ქუთაისი - გორი

17:00 ზუგდიდი - გორი

20 მაისი

11:00 ზუგდიდი - ქარიშხალა

11:45 ფოთი - პეგასი

12:30 ზუგდიდი - რუსთავი

13:15 აჭარა - ქარიშხალა

14:00 ქუთაისი - რუსთავი

14:45 ფოთი - ქარიშხალა

15:30 აჭარა - პეგასი

Loading...
0.13584