ფეხბურთი

17:10 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ანჩელოტი მოითხოვა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ხელმძღვანელობას კარლო ანჩელოტის მოწვევა სთხოვა.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს ანჩელოტისთან მუშაობა სურს, რომელსაც მადრიდის „რეალიდან“ კარგად იცნობს. გარდა ამისა, დასახელდა ჟოზე მოურინიოს გვარიც, რომელსაც კრიშტიანუ ანჩელოტის ალტერნატივად განიხილავს.

თუმცა, კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ ავარჯიშებს და ადგილობრივი მედიის ცნობით, სამსახურის შეცვლას დამდეგ ზაფხულს არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სეზონის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი დატოვებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება „ბებერი ქალბატონის“ თავკაცის პოსტზე მისი მემკვიდრე.

სტატისტიკა
0.427675