სხვა

13:25 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ყველას უგებს! (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძე კვლავ დაუმარცხებელია. ქართველი სუმოისტი შესანიშნავ ფორმაშია და თითქმის ტურნირის ნახევარი წაუგებლად გაიარა.

ტოჩინოშინის მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. ტოჩი იაპონელ მეტოქეს 34-ედ დაუპირისირდა და ურთიერთშეხვედრებში 24 მარცხის საპირისპიროდ 10 გამარჯვება აქვს.

აღნიშნული წყვილის დაპირისპირება აქტიურად დაიწყო და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გორგაძემ მეტოქის შეტევა მოიგერია და ჩვეულ სტილში, იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.

ამრიგად ტოჩინოშინს შვიდიდან შვიდი (!) მოგება დაუგროვდა და ჩემპიონობისკენ მიიწევს. აქვე გეტყვით, რომ ქართველის ხვალინდელი მეტოქე ენდო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 5 მარცხი აქვს.

ნაცუ ბაშოს ტოჩისთან ერთად 7 გამარჯვებით კაკურიუ ლიდერობს. მიმდინარე ტურნირზე 6 მოგება და 1 მარცხი კი ასანოიამას აქვს, რომელიც ტოჩინოშინსა და კაკურიოს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება.

ამ დროისთვის 5:2-ზე ბალანსი 5 სუმოისტს: მიტაკეუმს, ენჰოს, აბის, რუიდენსა და კოტოეკოს აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11835