სხვა

1:30 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

WADA-ს პოლონელი ვიტოლდ ბანკა ჩაიბარებს

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახდა პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი ვიტოლდ ბანკა. პოლონელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე შეცვლის 78 წლის ბრიტანელ კრეიგ რიდის, რომელიც სააგენტოს 2014 წლიდან უდგას სათავეში.

34 წლის ვიტოლდ ბანკას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში შემავალი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა. პოლონელ მინისტრს მეტოქეობას უწევდნენ მისი კოლეგები WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტიდან - დომენიკელი მარკოს დიასი და ნორვეგიელი ლინდა ჰელანდი.
„ჩემთვის და პოლონეთისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა,“ - ტვიტერის გვერდზე დაწერა ბანკამ.
აღსანიშნავია, რომ WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის 2018 წლის სექტემბრის სხდომაზე ვიტოლდ ბანკა ერთადერთი იყო, რომელმაც რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) უფლებამოსილების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრისას თავი შეიკავა.
ვიტოლდ ბანკას WADA-ს პრეზიდენტად სამწლიანი ვადით ნოემბერში დაამტკიცებენ, თანამდებობაზე მუშაობას კი ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვარს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114065