ფეხბურთი

22:12 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "გრიზმანის დამატებას ვერ შევძლებთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი ფინანსურად ვერ შეძლებს ანტუან გრიზმანის დამატებას. ფრანგმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ "ატლეტიკოს" დატოვებს, Sky Sports-ის ინფორმაციით კი "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 108 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

"ბარსელონას" წარმომადგენლებო არ ინერვიულოთ, არ ვაპირებთ გრიზმანის დამატებას, ჩვენ ამ ტრანსფერს ვერ შევწვდებით. "ბარსელონაში" ხალხი არ უნდა წუხდეს ამ ამბავზე, ჩვენ არ ვართ გრიზმანის გადაბირებით დაინტერესებულნი." - ციტირებს Sky Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

"ატლეტიკომ" გრიზმანი 2014 წელს "სოსიედადიდან" 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ანტუანმა "როხიბლანკოსის" მაისურით 256 თამაში ჩაატარა, გაიტანა 133 გოლი და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131529