ფეხბურთი

23:00 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: სანჩესის აგენტი "ინტერის" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შეხვდა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც Sky Italy-ი იუწყება, სამხრეთამერიკელის აგენტი ფერნანდო ფელიჩევიჩი "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის და "ინტერის" ტექნიკურ დირექტორს პიერო აუსილიოს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ პირობებს სთავაზობენ იტალიელები სანჩესს. ინგლისური გამოცემის ინფორმაციით ალექსისი ულე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის და ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაშია. სანჩესი "მანჩესტერში" გასული წლის იანვარში "არსენალიდან" გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 45 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.248355