ფეხბურთი

20:50 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი ერედივიზიონის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ამსტერდამის "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი 2018/19 წლების სეზონის ერედვიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა აწ უკვე გასულ სეზონში ერედივიზიონის 31 შეხვედრაში მიირო მონაწილეობა და გადაცემებს 91.2% სიზუსტით აკეთებდა. ფრენკიმ ასევე 4-4 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მომდევო სეზონიდან 22 წლის დე იონგი "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103504