სხვა

20:03 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი 20 მაისს გამოვლინდება

გლდანის ხელბურთის ცენტრში დაიწყო უმცროსი ასაკის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს.

დღეს გაიმართა 8 მატჩი. ყველაზე საინტერესო გამოდგა თბილისის პეგასისა და სამტრედიის თამაში, რომელიც თბილისელებმა ბოლო წუთზე, 12-11 მოიგეს. პეგასმა დღეს მეორე მატჩიც მოიგო და ხუთიდან 5 მოგება აქვს. ლიდერობს აჭარა, 7 მატჩიდან 14 ქულით.

შეჯიბრებაში, რომელიც ნოემბერში დაიწყო, დასავლეთ საქართველოს 8 და აღმოსავლეთის 4 გუნდი ჩაება. ამერ-იმერის გუნდებმა ერთმანეთში უკვე ითამაშეს და ახლა ჯვარედინი ტურია. თბილისში ჯერ ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, სენაკი ჩამოვიდნენ და 17-18 მაისს პეგასს, ქარიშხალას, რუსთავსა და გორს ეთამაშებიან. კვირას გვეწვევა დასავლეთის 4 საუკეთესო გუნდი - აჭარა, ფოთი, ქუთაისი და ზუგდიდი და ყველაზე საინტერესო მატჩებიც 19-20 მაისს გაიმართება. ჩემპიონი გამოვლინდება ორშაბათს, 20 მაისს.

2004-05 წლებში და უფრო გვიან დაბადებული ბიჭებისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა. გუნდები 10-10 წუთიან ტაიმებს თამაშობენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

საერთო ტური, გლდანი, 17-20 მაისი

17 მაისი

წყალტუბო - ქარიშხალა 10-7

ბსბ ბათუმი - გორი 15-3

სენაკი - რუსთავი 5-7

სამტრედია - პეგასი 11-12

ბსბ ბათუმი - ქარიშხალა 11-13

სენაკი - გორი 13-4

წყალტუბო - პეგასი 9-15

სამტრედია - რუსთავი 10-7

მსაჯები: თ, კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ა. ჩხაიძე, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

-----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

აჭარა-----------7---7---0---0--140-47--14

ფოთი----------7---6---0---1---78-55--12

ქუთაისი-------7---5---0---2---77-55--10

პეგასი----------5---5---0---0---54-32--10

ზუგდიდი-----7---4---0---3---78-68---8

ბათუმი--------9---3---1---5---86-102--7

სამტრედია----9---3---1---5---85-114--7

ქარიშხალა-----5---3---0---2---52-53--6

რუსთავი-------5---2---0---3---44-44--4

წყალტუბო----9---2---0---7---83-104--4

სენაკი----------9---1---0---8--49-115---2

გორი-----------5---0---0---5---24-61---0

18 მაისი

11:00 სენაკი - პეგასი

11:45 წყალტუბო - რუსთავი

12:30 სამტრედია - ქარიშხალა

13:15 ბსბ ბათუმი - პეგასი

14:00 სენაკი - ქარიშხალა

14:45 წყალტუბო - გორი

15:30 ბსბ ბათუმი - რუსთავი

16:15 სამტრედია - გორი

0.145294