ფეხბურთი

16:40 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი, შესაძლოა, „ატლეტიკოში“ აღმოჩნდეს

„არსენალის“ თავდამსხმელი, ალეკსანდრ ლაკაზეტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ატლეტიკოში“ გადავიდეს - გვამცნობს Le10sport. წყარო აღნიშნავს, რომ მადრიდელები ფრანგს თანამემამულე ანტუან გრიზმანის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს გრიზმანმა ოფიციალურად განაცხადა სეზონის დამთავრებისთანავე „ატლეტიკოდან“ წასვლის შესახებ.

ესპანური მედია იმასაც წერს, რომ ლაკაზეტის თავის რიგებში ხილვა „ბარსელონასაც“ სურს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „არსენალი“ მალე ლაკაზეტს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას „მეთოფეებთან“ 2022 წელს ეწურება ვადა.

ახალდამთავრებულ სეზონში ფრანგმა ჯამში 48 მატჩში 19 ბურთი გაიტანა და 13-ჯერ საგოლედ უპასა პარტნიორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121653