სხვა

16:15 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკი-2019-ის და ლოზანა-2020-ის დოპინგ-კონტროლს ITA განახორციელებს

ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) ხელმძღვანელ ვალერი ფურნეირონის განცხადებით, მინსკის 2019 წლის მეორე ევროპულ თამაშებზე და ლოზანის 2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგ-კონტროლს ITA განახორციელებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 40-ე მეტი საერთაშორისო ფედერაციადა მსხვილ შეჯიბრებათა საორგანიზაციო კომიტეტები ჩვენი პარტნიორები გახდნენ. წლის განმავლობაში ტესტების რაოდენობა 1500-დან 10 ათასამდე გავზარდეთ," - განმარტავს ფურნეირონი და დასძენს, რომ ITA გააგრძელებს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების ხელმეორე ანალიზს. საუბარია 2 ათასამდე სინჯზე, რომლებსაც შეარჩევენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წარმომადგენლები.

ტესტირების საერთაშორისო სააგენტო IOC-ის ინიციატივით შარშან, მარტში შეიქმნა და მიუხედავად დროის სიმცირისა, სუფთა სპორტისთვის ბრძოლის საქმეში პატივისცემა დაიმსახურა.

ბევრმა საერთაშორისო ფედერაციამ, მათ შორის კრივისა (AIBA) და ძალოსნობის ფედერაციებმა (IWF) ITA-ს გადასცეს საკუთარი ანტისადოპინგო უფლებამოსილებები.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112457