ფეხბურთი

10:18 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნავასმა კარიერა შესაძლოა „პორტუში“ გააგრძელოს

მადრიდის „რეალის“ მეკარე, კეილორ ნავასი, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „პორტუში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს Sport Mediaset. გამოცემის მტკიცებით, კოსტარიკელი კარის დარაჯი იკერ კასილიასის ადგილს დაიკავებს, რომელიც, გულის შეტევის შემდეგ, ალბათ კარიერას დაასრულებს.

ნავასთან დაახლოებულმა პირებმა დაადასტურეს, რომ კეილორის „პორტუში“ გადასვლის ალბათობა 80 პროცენტია.

32 წლის ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსი გოლი გაუშვა. ჩემპიონთა ლიგაში კი სამ შეხვედრაში ორჯერ გაუტანეს.

„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ესპანეთის პრიმერაშიც იმარჯვა.

0.11406