ფეხბურთი

9:05 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი „არსენალს“ ევროპა ლიგის ფინალში ვერ დაეხმარება

„არსენალის“ ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი, „ჩელსის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს - წერს The Times. გამოცემის ცნობით, „მეთოფეები“ უსაფრთხოების მიზნით, 30 წლის შუახაზელს ლონდონში დატოვებენ.

მოგეხსენებათ, ფინალი 29 მაისს გაიმართბა ბაქოში. ამიტომ კლუბში მიაჩნიათ, რომ სომეხი ფეხბურთლის აზერბაიჯანში ყოფნა ზედმეტ ხმაურს გამოიწვევს და გადამწყვეტი მატჩის წინ გუნდის მომზადებას შეუშლის ხელს.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა „არსენალის“ მაისურით 39 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მხითარიანს უსაფრთხოების გარანტიას ჰპირდებოდნენ.

Loading...
სტატისტიკა
0.25427