ფეხბურთი

0:21 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰანოვერმა" ბებუ დაიმატა

ტოგოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ჰანოვერის" თავდამსხმელი ილას ბებუ კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ტვიტერის გვერდი იუწყება, აფრიკელი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ "ჰოფენჰაიმთან" კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით, "ჰანოვერის" ტრანსფერში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ბებუმ კარიერა საფეხბურთო გუნდ "გარატერში" დაიწყო, შემდეგ კი "ჰილდენსა" და "დიუსელდორფში" თამაშობდა. "ჰანოვერში" აფრიკელი 2017 წელს გადავიდა და ბოლო ორ სეზონში ილასმა 44 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115852