სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:26 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ტურის შემდეგ "ნიკე" და "ლანჩხუთი" კვლავ წაგების გარეშე ასპარეზობენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

17 მაისს, 18 საათზე, თბილისში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე 2019 წლის პირველ შეხვედრას გამართავენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“ და ამ ტიტულის ორგზის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“.

ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თუკი „ნიკეში“ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქალი ფეხბურთელები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან კონცენტრირებულები, „მართვეს“, წინა წლებთან შედარებით დანაკარგები აქვს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონის რიგები, რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 5 ტურის შემდეგ, ქუთათურები სატურნირო ცხრილში, მე-3 საფეხურზე არიან 12 ქულით და ლიდერებს, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. არაა გამორიცხული, ეს მოცემულობა მე-6 ტურის შემდეგ შეიცვალოს.

მე-5 ტურის შეხვედრა კი, იმერლებმა, ბათუმში 12 მაისს, „ანგისას ბაზაზე“ ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართეს და მარტივად, სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს, 0-3. ანგარიში, 25-ე წუთზე ლანა გორგაძემ გახსნა. მანვე, მეორე ტაიმში საკუთარ აქტივს კიდევ 2 გოლი დაუმატა, მე-60 და მე-80 წუთებზე და აჭარული ჰეთ-თრიქის შემდეგ, მიმდინარე სეზონში გატანილი 8 გოლით, ბომბარდირთა სიაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა.

ქალთა ლიგის მე-5 ტურში თბილისის „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა, პირველმა, 2019 წლის გათამაშებაში ერთ თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. 10 მაისს, ამ ტურის პირველ შეხვედრაში „ცხრამუხას სტადიონზე“, ხაშურის „ივერიასთან" დაპირისპირებაში პასიკაშვილმა გოლები მე-3, 45-ე, 47-ე, 53-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა, წინა ტურებში გატანილ ხუთს, კიდევ ხუთი დაუმატა და შედეგად, 10 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.

„ცხრამუხის სტადიონზე“, ხაშურის „ივერიასთან“ მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და მათივე კარნახით წარიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე „ნიკეს“ აქტიურობას ხაშურელთა ავტოგოლი მოჰყვა და სტუმართა გუნდი ორბურთანი სხვაობით დაწინაურდა. ამ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 6-წუთიან შუალედში, ერთი გოლის გატანა ხაშურელებმა, ხოლო სამის, თბილისელებმა შესძლეს. პირველი ნახევარი 1-5 დამთავრდა „ნიკეს“ სასარგებლოდ. შეხვედრა, კი 1-10 დასრულდა. მიმდინარე გათამაშებაში თბილისის „ნიკეს“ ყველაზე მეტი, 41 გოლი აქვს გატანილი.

ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ ერთი გუნდი, „ლანჩხუთი“ ასპარეზობს უდანაკარგოდ. გურულებმა, 11 მაისს, თბილისში, „შატილის სტადიონზე“ „ნორჩი დინამო“ დაამარცხეს, რომელიც საკუთარ კედლებში, როგორც წესი სტაბილურად, კარგად თამაშობს. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითრებაში გადამწყვეტი თბილისელთა კარში, 25-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი გამოდგა, რომელიც ნინო ჩხარტიშვილმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყიში, 48-ე წუთზე თეონა თოდაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ნათელა წოწერიამ „ლანჩხუთი“ კიდევ უფრო დააწინაურა, 0-2. თბილისელებისთვის კი, როგორც სჩანს, საბედისწერო გამოდგა ავტოგოლი, რომელიც 53-ე წუთზე სტუმართა აქტიურობას მოჰყვა. „ლანჩხუთმა“ კი, გასვლაზე თბილისში მორიგი თამაში მოიგო, 0-3 და მორიგი 3 ქულაც ჩაიწერა.

წინა ტურში, ერთ-ერთი პოკერის ავტორმა, ჩხოროწყუელმა მარინა კახიძემ, 11 მაისს, „გორი იუნაიტედის“ კარში, მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, მისმა გუნდმა მე-5 ტურის მატჩში 3 გოლის გაიტანა და 3 ქულის აღებაც მოახერხა. „სამეგრელოსა“ და „გორი იუნატედის“ შეხვედრა 3-0, მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა.

ამ ტურის კიდევ ერთი თამაში, ხობში გაიმართა. ადგილობრივმა „კოლხეთმა“, ანგარიშით 2-0 ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ დაამარცხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით, ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულის აღებაც კი, ვერ მოახერხა.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტური 17 მაისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, 1 წრე, 5 ტური

ქსკ ივერია - ქსკ ნიკე 1-10 (1-5)

ხაშური, „ცხრამუხას ცენტრალური სტადიონი“ , 18:00

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, მარი დოიჯაშვილი, მარიამ გრიგალაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი, ნინო ხარაზიშვილი, ნინო ავეტისოვი

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, გვანცა ქადაგიშვილი (66’), ლიზი მწყერაშვილი, ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი, მაიკო ბებია (53’), ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, სოფიკო ნარსია (66’), ანასტასია ბოლქვაძე (66’), ზეინაბ ქარუნი (58’).

შეცვლა: 53’ ლალო ბაბაიანი, 58’ მარიამ ფეროიანი, 66’ მაია ნასყიდაშვილი ,ანი აკობიძე, ანი ზაქაიძე

მთავარი მწვრთელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 3’/45’/47’/ 53’/69’ ნინო პასიკაშვილი, 36’ (ავტოგოლი) - ნინო ბუხსიკიძე, 37’ ნათია დანელია, 40’ ზეინაბ ქარუნი (პენალტი), 43’ ნინო ხარაზიშვილი, 65’ ანასტასია ბოლქვაძე, 88’ მარიამ ფეროიანი

მსაჯები: თეიმურაზ კალაძე (სამტრედია), ცოტნე სამსონაშვილი (თბილისი), მზევინარ შარაშანძე (ოზურგეთი)

ქსკ „კოლხეთი“ – ქსკ „ზარზმა“ 2-0 (1-0)

ხობი, პ. თათარიშვილის სახელობის სტადიონი, 16:00

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, მარიამ ვაშაკიძე (63’), თამარ სვანიძე, თამთა კემულარია (57’), თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია, ნატა კვირკვაია (85’), მარი ჯანჯარია, მარიამ გოროზია (76’), მანანა ვაშაკიძე

შეცვლა: 57’ მაკრინე ლომაია, 63’ ლანა ჯიქია, 76’ მარიამ გაგუა, 85’ ჟულიანა ჯიქია

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, მილა ბლუაშვილი, ნათია კურტანიძე, თინათინ ბლუაშვილი, მარიამ ოთანაძე, ანა ბებნაძე, როზა ოთანაძე, ანი კვახაჯელიძე, ლიკა ხუნაშვილი, სოფიკო დევნოსაძე, მარიამ კაკალაშვილი

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 21’ ნატა კვირკვაია, 87’ ანა წულაია

მსაჯები: ბექა კუნჭულია, კობა სადილიანი (ორივე ქუთაისი), ვახტანგ რუხაია (სამტრედია)

ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ ლანჩხუთი 0-3 (0-1)

თბილისი, „შატილის“ სტადიონი, 16:00

ქსკ ნორჩი დინამო: ანა ვაშაყმაძე (78’), ანა მოზაიძე, ნინო გურიელიძე, მეგი გოცირიძე, ელენე რაუხი, სალომე ანთაძე (65’), ელენე კახნიაშვილი, ანი ძაძუა, ეკატერინე ხარაიშვილი, ნინო ჭუჭულაშვილი (29’), მარი ბეგიაშვილი(46’)

შეცვლა: 29’ მარინა გასუმოვა, 46’ ჟუჟუნა ხმელიძე (65’), 65’ - სოფიო ოსიაშვილი, ელენე ელოშვილი, 78’ მარიამ როსტიაშვილი,

მთავარი მწვრთელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ ლანჩხუთი: თათია გაბუნია (62’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი (86’), ირინა ხაბურზანია (62’), თამუნა თავდიშვილი (51’), თამრიკო სალუქვაძე (62), მარიამ დანელია, ნათელა წოწერია, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე,

შეცვლა: 51’ სალომე გასვიანი 62’ - ლანა მჟავია, მარიამ გოგეშვილი, მარიამ რომანჩუკი, 86’ ინგა მიქელაძე

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაძე

გოლები: 25’ ნინო ჩხარტიშვილი, 48’ ნათელა წოწერია, 53’ მეგი გოცირიძე (ავტოგოლი)

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), ვახტანგ კრიჭაშვილი (თბილისი)

ქსკ სამეგრელო - ქსკ გორი იუნაიტედი 3-0 (2-0)

ჩხოროწყუ, ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი, 16:00

ქსკ სამეგრელო: ლიკა მარკოიძე, სოფო კვარაცხელია, ანი გაბედავა, გვანცა პაპასკირი, ნინო ჩანგელია (84’), თამარ მოდებაძე, ნანა ბიგვავა, ევლინა მანჯგალაძე, ანა კირვალიძე, მარინე კახიძე, თამარ ახალაია

შეცვლა: 84’ სალომე ლაგვილავა

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, იზოლდა ბეთლემიშვილი, სალომე ხუბულური, თამარ ახობაძე, მარი მელაძე,ნინო ჯანეზაშვილი (46’), ნატო კევლიშვილი, თეონა ნებიერიძე, ნინო ფერაძე, ეთერ სულაშვილი, მარიამ კილასონიძე,

შეცვლა: 46’ ლანა ომაძე

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

გოლები: 28’ მარინე კახიძე, 38’ ანა კირვალიძე, 83’ ნანა ბიგვავა

მსაჯები: ხვიჩა მესხი, ფელიქს ჭაავა, გიორგი ქირია (ყველა ზუგდიდი)

ქსკ დინამო ბათუმი - ქსკ მართვე 3-0 (1-0)

ბათუმი, ანგისას ბაზა, 14:00

ქსკ დინამო ბათუმი: ნანა ძნელაძე, ანა ჯიბლაძე, თამრიკო ყურაშვილი, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, ნათია თავართქილაძე (73’), ანა ხავთასი, ლიზი დიასამიძე, მარიამ ართმელიძე (61’), თათია შაინიძე, გვანცა დოლიძე

შეცვლა: 61’ ლიკა აბაშიძე, 73’ ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ ხარგელია (82’), მადონა შალამბერიძე (50’), ლანა გორგაძე, ანა სინატაშვილი, ანა ჯანელიძე (82’), ქეთევან ცაავა (63’), თამთა შენგელია

შეცვლა: 50’ ლიზი კანდელაკიშვილი (63’), 63’ - ეკატერინე ჩირგაძე,თეონა თაბუკაშვილი, 82’ - თამთა ცაგურია, თამარ დანგაძე

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები: 25’/60’/80 ლანა გორგაძე

მსაჯები: თორნიკე ნაკაიძე (ლანჩხუთი), ალქესანდრე თავაძე, ბეჟან ჩიგოგიძე (ორივე სამტრედია)

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113676
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X