ფეხბურთი

19:10 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ვალვერდეს ის მწვრთნელია, რომელიც გვინდა"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ ერნესტო ვალვერდეს მხარდაჭერას უცხადებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელის განცხადებით, მომავალ სეზონში გუნდს ისევ ვალვერდე გაწვრთნის.

„ერნესტოს ჩემი და დირექტორთა საბჭოს სრული მხარდაჭერა აქვს. ის არის მწვრთნელი, რომელიც გვინდა, კონტრაქტი გუნდთან აკავშირებს და მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ.

მომავალი სეზონის დაგეგმვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ, სხვების შესახებ კი ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ ვისაუბრებთ.

ფეხბურთელები ფსიქოლოგიური დარტყმისგან უნდა გათავისუფლდნენ. მტკივნეული მარცხი განვიცადეთ და ახლა უნდა აღვიდგინოთ სულისკვეთება და ენთუზიაზმი“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 25 მაისს ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსიას“ დაუპირისპირდება და 2018-2019 წლების სეზონს დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107672