ფეხბურთი

11:40 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მზადაა გრიზმანს წელიწადში 17 მილიონი გადაუხადოს

ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ სეზონის დამთავრებისთანვე დატოვებს „ატლეტიკოს.“ „ბარსელონას“ მისადამი ინტერესიც არახალია. L'Equipe-ს ინფორმაციით, „ბარსელონაში“ გადაბარგების შემთხვევაში, კატალონიური კლუბი მზადაა ფრანგ შემტევს წელიწადში ჯამაგირად 17 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერის კვალად გრიზმანის ფასი 200 მილიონი უნდა ყოფილიყო. ასე უწერია ხელშეკრულებაში, მაგრამ 1 ივლისიდან ეს თანხა 120 მილიონამდე დაიწევს.

გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

Loading...
0.130755