სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:01 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" იტალიის თასი მოიგო (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის თასის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული რომის „ლაციო“ გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი ფინალში, რომელიც მისთვის მშობლიურ რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგა, ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა.

თავიდან ვთქვათ, რომ ლომბარდიელებს შესანიშნავი სეზონი აქვთ „ლაციოსგან“ განსხვავებით და ამ წყვილში ფავორიტადაც ჯამპიერო გასპერინის ბიჭები მიიჩნეოდნენ. თუმცა, „ლაციომ“ გამოცდილების ხარჯზე მეტოქეს მაინც აჯობა. თამაში დაძაბული გამოვიდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სანახაობრივი კუთხით. ყველაზე რეალური შანსი „ატალანტას“ პირველ ტაიმში ჰქონდა, როდესაც რომაელებს მხსნელად ძელი მოევლინათ.

79-ე წუთზე კი, სიმონე ინძაგიმ თამაშში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ჩართო და სერბი მატჩის გმირი გახდა. სამ წუთში მილინკოვიჩ-სავიჩმა კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ყველას აჯობა და მეტოქის კარი აიღო. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ხოაკინ კორეას 90-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი უბრალოდ წერტილი დასმას და ყველაფრის გაფორმებას ნიშნავდა.

„ლაციომ“ იტალიის თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო (1958, 1998, 2000, 2004, 2009, 2013, 2019) და ამ მაჩვენებლით მილანის „ინტერს“ გაუთანაბრდა. იტალიის თასი უფრო მეტჯერ მხოლოდ ტურინის „იუვენტუსსა“ და „რომას“ აქვთ მოგებული. „ატალანტას“ კი 1963 წელს ჰქონდა ეს ჯილდო მოგებული და 56-წლიანი უტიტულო გარჯას წერტილი ვერ დაუსვა. თუმცა, ბერგამოელებს სეზონის მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვთ - „ატალანტა“ ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ლაციომ" მიღწეული გაამრჯვებით ევროპა ლიგის საგზურიც გაიფორმა.

„ლაციო“ – „ატალანტა“ 2:0 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, აჩერბი, ბასტოსი (რადუ 36); მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო (მილინკოვიჩ-სავიჩი 79)), ლულიჩი; იმმობილე (კაისედო 66), კორეა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; მაზიელო, პალომინო, ჯიმშიტი; ჰატებური, დე რუნი (პაშალიჩი 85), ფროილერი, კასტანე (გოსენსი 85); გომესი; ილიჩიჩი, ძაპატა (ბაროუ 84)

მწვრთნელი: კამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (82), 2:0 კორეა (90)

გაფრთხილება: ბასტოსი (24), ლულიჩი (39), ლუკას ლეივა (57), მარუშიჩი (90) - მაზიელო (37), ძაპატა (41), ფროილერი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109196
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X