ფეხბურთი

23:30 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბი და "ლოკომოტივის" მნიშვნელოვანი გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა. „დინამო არენაზე“ დედაქალაქური დერბი შედგა, „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

„დინამომ“ წინა ტურში ბათუმში განიცადა მარცხი და ახლა შანსი ჰქონდა, სატურნირო ვითარება გაეუმჯობესებინა, რადგან ამავე ტურში „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ უკვე წაგებული ჰქონდათ.

თუმცა, ფელის ვისენტეს გუნდმა მორიგი შეხვედრა ჩააგდო და ამ მატჩამდე ბოლო საფეხურზე მყოფ „ლოკომოტივთან“ ვერაფერი გაახერხა. „რკინიგზელებმა“ კი თავის მხრივ გამორჩეული თამაში აჩვენეს და დამსახურებულად იმარჯვეს. დავით სამურკასოვის გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა, რასაც ნიკა ნინუამ მეორე ტაიმის დასაწყისშვიე უპასუხა და თითქოს „დინამოს“ გამარჯვებისთვის უნდა გაეწია. მიუხედავად ამისა, თამაშის დასკვნით ნაწილში „ლოკომ“ უშეცდომოდ ითამაშა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალა.

რევაზ ინჯგიასა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით სტუმრებმა პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება იზეიმეს. ამრიგად, „ლოკომოტივმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია და მერვე პოზიციაზე მოკალათდა, ხოლო „დინამო“ 20 ქულით „სიონთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებს.

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 სამურკასოვი (24), 1:1 ნინუა (54), 1:2 ინჯგია (78), 1:3 სიხარულიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.192726