ფეხბურთი

22:13 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩის "რეალში" გადასვლა გადაწყდა

მადრიდის „რეალი“ მომავალი სეზონისთვის გძალიერებას აპირებს და როგორც ჩანს, პირველი ნაბიჯიც გადაიდგა. ესპანური As-ის ინფორმაციით, ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგება გადაწყვეტილია.

მხარეები შეთანხმდნენ და გარიგებას მომავალ კვირაში ოფიციალურად დაადასტურებენ (ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ).

„სამეფო კლუბს“ 21 წლის სერბი შემტევის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა. საინტერესოა, რომ „აინტრახტმა“ ნიჭიერი ფეხბურთელი ერთი თვის წინ ლისაბონის „ბენფიკასგან“ გამოისყიდა.

ლუკა იოვიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 47 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.347864