ფეხბურთი

19:14 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში იაგო ასპასი გამოარჩიეს

ვიგოს „სელტას“ თავდამსხმელი იაგო ასპასი ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის ვებგვერდმა დაადასტურა.

ასპასმა აპრილში 4 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე მიითვალა. „სელტამ“ გასულ თვეში 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 9 გოლი გაიტანა და აქედან რვაში ასპასმა უშუალო მონაწილეობა მიიღო.

მთლიანობაში მიმდინარე სეზონში 31 წლის ესპანეთმა 26 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108375