სხვა

17:33 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობებზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

წლეულს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებები ევროპის ორ ასაკობრივ ჩემპიონატზე ითამაშებენ. 15-წლამდელთა გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 21-28 ივლისს დაგეგმილ ტურნირზე გაირჯება, 17-წლამდელები კი 11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ აუზზე გასამართ ევროპირველობაზე იასპარეზებენ. ორივე შეჯიბრში 16-16 საუკეთესო ნაკრებს ვიხილავთ.

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის შტაბბინაში გამართული წილისყრის შედეგად, 15-წლამდელთა გუნდი C ჯგუფში იტალიასთან, ჰოლანდიასთანა და რუსეთთან ერთად მოხვდა, ხოლო 17-წლამდელებს B ჯგუფში მეტოქეებად მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი ეყოლებათ.
საინტერესოა, რომ ამ დღეებში საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩატარებულ ოთხთა ტურნირში (“ბარკალოვის თასი”) იყო ჩართული და დამაჯერებელი პირველობა იზეიმა. ჭაბუკმა წყალბურთელებმა აზერბაიჯანს 21:1 სძლიეს, ლიტვას – 14:4, უკრაინას კი – 13:6.

თეგებიწყალბურთი
Loading...
0.114127