სხვა

18:20 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

EOC-ის პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლოა ზამთრის ევროპული თამაშები დაარსდეს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის შეფასებით, ევროპული თამაშები ძალას იკრებს. ასევე საუბრობს არცთუ შორეულ მომავალში ზამთრის ევროპული თამაშების დაარსების პერსპექტივაზეც.

"ჩვენი ამოცანაა, ევროპული თამაშები, თავისი მნიშვნელობით, ოლიმპიური თამაშების შემდეგ მეორე მულტისპორტული ღონისძიებად ვაქციოთ. მალე მინსკში მეორე თამაშები დაიწყება. ვფიქრობთ, ევროპული თამაშები პოზიციებს იმყარებს. ევროპა მსოფლიო სპორტში უძლიერესი კონტინენტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს, სპორტის ზაფხულის სახეობებში მოპოვებული მედლების 50 პროცენტი ევროპელებზე მოდის, ხოლო ზამთრისაზე - 70. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და გვინდა, რომ შემდგომშიც ამ დონეზე დავრჩეთ.
ზამთრის ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გვაქვს. ასეთი თამაშები იმიტომაა შესაძლებელი, რომ არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ. დარწმუნებული ვარ, ზაფხულის ევროპული თამაშების განვითარება ზამთრის თამაშების ორგანიზების აუცილებლობასთან მიგვიყვანს".

www.geonoc.org.ge

Loading...
0.110811