სხვა

15:00 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფარიკაობის შანსები ტოკიოს ოლიმპიადისთვის

ფარიკაობაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდი მიმდინარე წლის 3 აპრილიდან დაიწყო, ხმლით მოფარიკავეთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში ათვლა სეულის გრან პრიდან, გუნდურ შეჯიბრში კი მადრიდის მსოფლიო თასიდან მიმდინარეობს.

ჩვენ ყოველი ტურნირის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ სპეციალურ ცხრილებს, სადაც დეტალურად იქნება იმ დღისთვის არსებული მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ გუნდურ შეჯიბრში ყველა დისციპლინაში 8 გუნდი, რეიტინგის 1-4 გუნდი და 4 ზონის (ევროპა, ამერიკა, აზია-ოკეანეთი, აფრიკა) საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. აქ ერთი პირობაცაა კონტინენტის საუკეთესო გუნდი აუცილებლად უნდა იყოს, რეიტინგის 5-16 ადგილებზე.
ინდივიდუალურ შეჯიბრში კი თითო დისციპლინაში 34 ადგილი თამაშდება. 24-ს გუნდურ შეჯიბრში მოხვედრილი 8 გუნდის 3-3 წარმომადგენელი მიიღებს, შემდეგ 6 ადგილს, რეიტინგში (გუნდური შეჯიბრების კვოტით ვერ მოხვედრილი) ევროპისა და აზია-ოკეანეთის 2-2, აფრიკისა და ამერიკის 1-1 საუკეთესო მოფარიკავე.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებს კარგი შანსი აქვს, ევროპის ზონაში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და შემდეგ მნიშვნელოვან ტურნირებზე წარმატებით გამოსვლა, ლიცენზიის მოპოვების გარანტია იქნება.
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, დღევანდელი მონაცემებით, როდესაც გუნდი ჯერჯერობით სასურველ პოზიციაზე არ არის, სანდრო ბაზაძე ინდივიდუალურ შეჯიბრში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რეიტინგში ევროპის ორ საუკეთესო მოფარიკავეს შორისაა.
P.S. ჩვენ არ გთავაზობთ სხვა დისციპლინების ცხრილებს, რადგან ქართველი მოფარიკავეები სასურველი პოზიციებიდან ჯერჯერობით შორს არიან, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ მდგომარეობის გამოსწორების შანსი. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში სალიცენზიო ტურნირები გაიმართება, სადაც ყველა დისციპლინაში ოლიმპიადაზე ვერმოხვედრილ მოფარიკავეთა შორის ოთხივე ზონაში დამატებით თითო-თითო საგზური გათამაშდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
Loading...
0.111212