სხვა

12:10 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ლიდერებს შორის - ქართველმა გოლიათმა მესამე ორთაბრძოლა მოიგო! (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტის მეტოქე კოტოიუკი იყო, რომლის ძლევა ჩვენებურს არ გასჭირვებია.

ქართველმა გოლიათმა მეტოქეს მავაშში ხელის ჩავლების საშუალება არ მისცა და მისი დამარცხება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.

ამრიგად, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე 3 მოგების საპირისპიროდ, 1 მარცხი აქვს და ლიდერებს შორის იმყოფება. ჩვენებურს დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოიდან, მინიმუმ ხუთი გამარჯვების მოპოვება მართებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე ჯურიოს მეხუთე ნომერი სოკოკურაი იქნება, რომელთანაც გაგას 20 ორთაბრძოლა აქვს გამართული და 11 მარცხის წილ 9 გამარჯვება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121234