ფეხბურთი

9:05 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის შემდეგ, აგუერო პირველად გამოიძახეს არგენტინის ნაკრებში

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, არგენტინის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც ბრაზილიაში გასამართ კოპა ამერიკაზე იასპარეზებს 14 ივნისიდან 7 ივლისამდე - გვამცნობს Reuters.

აგუეროს ეროვნულ ნაკრებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია, როცა „ალბისელესტემ“ მერვედფინალში ფრანგებთან 3:4 წააგო.

სააგენტოს ცნობით, აგუეროს გამოძახება მისმა მაღალმა შედეგიანობამ გამოიწვია. მიმდინარე სეზონში კუნმა 46 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

დღეს, 15 მაისს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია 40 კაციან გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს, რომელშიც ლიონელ მესი და ანხელ დი მარიაც შევლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113513