ფეხბურთი

17:26 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტის ტრანსფერს "ბარსელონა" უახლოეს დღეებში დაადასტურებს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი „ბარსელონაში“ გადავა. Catalunya Radio-ს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალუად დადასტურება დარჩა.

კატალონური წყარო იტყობინება, რომ „ბარსელონა“ დე ლიხტის ტრანსფერს ოფიციალურად ერედივიზიონის დასრულების შემდეგ დაადასტურებს. ჰოლანდიის ჩემპიონატი კი ხვალ, 15 მაისს სრულდება.

ნახსენებია ფინანსური მხარეც: „აიაქსი“ 19 წლის კაპიტნის სანაცვლოდ 70-75 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, „ბარსელონაში“ „აიაქსის“ კიდევ ერთი ტალანტის, ფრენკი დე იონგის გადასვლა კარგა ხნის წინ გადაწყდა და 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე“ 1-ლი ივლისიდან გაირჯება.

Loading...
სტატისტიკა
0.261378