ფეხბურთი

15:15 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

New York Times: "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნიან

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. New York Times-ის ინფორმაციით, „ქალაქელებს“ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ხსენებული მიზეზი კი, შესაძლო მკაცრი განაჩენის საფუძველი გახდეს. საუბარია ჩემპიონთა ლიგიდან ერთი წლის დისკვალიფიკაციაზე.

ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებს უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას. წესით ეს ყველაფერი ზაფხულის პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი.

Loading...
სტატისტიკა
0.256796