ჩოგბურთი

14:50 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი თურქულ ტურნირზე ითამაშებს

თურქულ ანტალიაში სტარტი აიღო ვაჟთა მორიგმა საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

საკვალიფიკაციო რაუნდში ზურა ტყემალაძემ მე-16 ნომრად განთესილ საბა ფურცელაძეს 6:1, 3:6, 10:8 სძლია, გადამწყვეტ წრეში კი თურქ მერტ ტურკერთან 4:6, 1:6 დამარცხდა.
ალექსანდრე მეტრეველი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და სასტარტო შეხვედრაში ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულთან მოსინჯავს.
წყვილთა თანრიგში მეტრეველი და ტყემალაძე “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – ჩეკირგესა და კარგინს ეთამაშებიან.

Loading...
0.117313