ფეხბურთი

13:23 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი ჯერ კიდევ შეიძლება „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდეს

„ლაიპციგის“ თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, შესაძლოა, „ლივერპულის“ მოთამაშე მაინც გახდეს. მოგეხსენებათ, მერსისაიდელები დიდი ხანია 23 შემტევს უტრიალებენ. თანამემამულის გადაბირებით პირადად იურგენ კლოპი ყოფილა დაინტერესებული.

ბოლო ინფორმაციით, ვერნერს კარიერა სამშობლოში, კერძოდ მიუნხენის „ბაიერნში“ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ამ მხრივ, ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

„სიტუაცია ისევ გაურკვეველია. ვერნერს „ლაიპციგთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს, არც „ბაიერნთან“ გვისაუბრია. თუმცა, შეიძლება ყველაფერი მალე შეიცვალოს.

მისი საკუთარ გუნდში ხილვა ტუხელს (პსჟ), კლოპს და ფავრს (დორტმუნდი) სურთ. ამათგან ყველაზე მონდომებული „ლივერპულის“ მწვრთნელია.“ - უთხრა Sky-ს „ლაიპციგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ მინცლაფმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114739