ფეხბურთი

22:25 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო "ვალიადოლიდის" ფეხბურთელებს: "ცხოვრებაში საუკეთესო დღე მაჩუქეთ"

ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი რონალდო მისი გუნდის ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებით ბედნიერია. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა მის ცხოვრებაში საუკეთესო დღის ჩუქებისთვის.

„თქვენ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე მაჩუქეთ, მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში ყველაზე დიდი ჯილდოები მომიგია. მადლობა ამ ფანტასტიკური ემოციისთვის“, - ციტირებს რონალდოს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გახდა. მისმა გუნდმა კი, ლა ლიგაში ადგილი სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „რაიო ვალეკანოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115591