ფეხბურთი

20:00 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგივე სტადიონი, კარი, მეტოქე, მეკარე, მეპასე და "მაკრატელა" - ანდრეა ბელოტის გოლი დეჟა ვუ! (+VIDEO)

იგივე კარი, იგივე მეტოქე, იგივე სტადიონი, იგივე მეკარე, იგივე ჟესტი - ანდრეა ბელოტიმ „ტორინოს“ „სასუოლოსთან“ შთამბეჭდავი გოლით მოაგებინა.

82-ე წუთზე იტალიელმა ფორვარდმა მარჯვენა ფლანგიდან ლორენცო დე სილვესტრის ჩაწოდების შემდეგ აკრობატულ ნახტომში, ე.წ „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა (3:2) და „ტორინოს“ ევროთასებისკენ გზა გაუხსნა.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, 2017 წლის, 27 აგვისტოს, ტურინში, „ტორინომ“ „სასუოლოს“ უფრო ადვილად მოუგო (3:0), ბელოტიმ კი მაშინაც გამოიჩინა თავი. მაშინაც დე სილვესტრიმ ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან და მაშინაც ბელოტიმ, როგორც გუშინ, ანდრეა კონსილის „მარკატელა“ დარტყმით ფანტასტიკური გოლი გაუტანა, იმავე კარში, იმავე სტადიონზე...

განსხვავება მხოლოდ ბურთის ტრაექტორია იყო, დანარჩენი ყველაფერი იდენტური. მოკლედ, ანდრეა ბელოტის გუშინ 2017 წლის 27 აგვისტოს გატანილი გოლის დეჟა ვუ ჰქონდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110417