ჭიდაობა

20:55 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თავისუფლების" 7 მედალი რუმინეთიდან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი "Constantin Alexandru & Ioan W. Popovici", სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე (55 კგ.), დავით კუჭუაშვილი (71 კგ.) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიგი ქურხულმა (60 კგ.) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები კი ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ.), დავით აბდალაძემა (60 კგ.) და საბა გამთენაძემ (92 კგ.) დაიკავეს.

გიორგი კვინიკაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, არადა, UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი იყო ჩართული.

0.112559