სხვა

0:30 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022 საორგანიზაციო კომიტეტი 39 ათასი მოხალისის აყვანას გეგმავს

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორები უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებებისთვის 39 ათასი მოხალისის ამოქმედებას გეგმავენ.

„ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის 27 ათასი მოხალისის აყვანას ვგეგმავთ, ხოლო პარალიმპური თამაშებისთვის - 12 ათასის" - განაცხადა პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცაი ცინმა.

მისივე განმარტებით, მოხალისეებს ძირითადად შეარჩევენ ჩინეთის მატერიკული ნაწილიდან, ჰონგ კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ჩინეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპადა 2008 წელს ჩატარდა.

www.geonoc.org.ge

თეგებიპეკინი 2022
0.113689