კალათბურთი

17:12 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ზაზას აკადემია” 20-წლამდელთა “ბ” ლიგის ჩემპიონია!

საქართველოს 20-წლამდლთა “ბ” ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემია გახდა. ირაკლი მაისურაძისა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში თემურ კანკიას “აკადემია” დაამარცხა და ტიტულს დაეპატრონა.

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარებული ტურნირის ფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა, რომელიც ძალიან დაძაბულიც გამოდგა და მაყურებელიც ბლომად დაესწრო.

სწრაფ ტემპში მიმდინარე მატჩი თვალსასეირო გამოვიდა. მაყურებელმა აშკარად ისიამოვნა იმ ბრძოლითა და ჟინით, რასაც მოედანზე მყოფიარც ერთი მოთამაშე არ იშურებდა. მატჩს უმეტესად “ზაზა” იგებდა, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 69:61 ლიდერობდა. აქ კი აკადემიელებმა დაცა გაამაგრეს და კონტრშეტევებით ზედიზედ მითვლილი 8 ქულით ანგარიში გაათანაბრეს – 69:69. გადამწყვეტ მომენტში “ზაზას” წევრებმა უფრო მობილიზებულად ითამაშეს. დაჩი ქავთარაძემ საჯარიმოები ჩააგდო, ანგარიშის გამთანაბრებელი სროლა კი ლუკა მაზიაშვილს აუცდა და მატჩიც “ზაზას” გამარჯვებით – 73:71 დასრულდა.

ჩემპიონთა რიგებში 18 ქულით და 9 მოხსნით ნიკა მეცხვარიშვილი გამოირჩა. 15 ქულა და 5 პასი დაჩი ქავთარაძემ მიითვალა. 10-10 ქულით დაასრულეს შეხვედრა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ირაკლი კილაძემ. “აკადემიაში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა მაზიაშვილი. 16 ქულა მოაგროვა აკაკი ფიფიამ, ხოლო გიორგი კვაჭანტირაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური მატჩში შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე “აკადემიის” წევრებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიგა ჩაჩანიძემ და გამგეობის წევრმა – მამუკა ლომიძემ სიგელები და ვერცხლის მედლები გადასცეს. ოქროს მედლები და სიგელები პირველადგილოსნებს – ზაზას აკადემიელებს გადაეცათ.

მაყურებელთა სიმპათიისთვის დაწერებული პრიზი აკადემიელ ლუკა მაზიაშვილს მამუკა ლომაძემ უსახსოვრა. ფინალური მატჩისა და ტურნირის MVP-ის ტიტულის მფლობელად ნიკა მეცხვარიშვილი დასახელდა, რომელიც გამარჯვებულს გიგა ჩაჩანიძემ ჩააბარა. საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ტრადიცულად დაწესებულია გარდამავალი თასი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული, რაჟიკო დარბაიძის სახელობისაა. წლეულს დარბაიძის თასი “ზაზას” წევრმა – დაჩი ქავთარაძეს ერგო, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეს საქართველოს კალათბურთის როვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, ზაზა ღონღაძემ გადასცა.

დაბოლოს, საჩემპიონო თასი “ზაზას” კაპიტანმა ირაკლი კილაძემ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ძიძიგურისგან ჩაიბარა.

აკადემია – ზაზა
სტატისტიკა: 71:73

www.gbf.ge

0.157831