კალათბურთი

23:33 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში სამმა გუნდმა სერია გაათანაბრა

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინლური სერიის მეორე მატჩებს კვლავ ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. გამართული 4 მატჩიდან მხოლოდ 1 დასრულდა იგივე შედეგით, სამ წყვილში კი წინა დღეს წაგებულმა გუნდებმა იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მორიგი მატჩი მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა “ჰიუნდაი”. “ბათუმმა” ისევ დიდი წინაღმდეგობა გაუწია ჰიუნდაელებს, თუმცა დასკვნით წუთებზე თითქმის იგივე ანგარიშით დამარცხდა, როგორც წინა დღეს – 67:72 (სტატისტიკა). შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ჰიუნდაელებმა “ბათუმს” 72:68 სძლიეს. სერიის შემდეგი მატჩი ბათუმში 19 მაისს გაიმართება. თუ მასპინძლებმა იმარჯვეს, მომდევნო შეხვედრა 20 მაისს კვლავ ბათუმში ჩატარდება.

დაძაბული, დრამატული ბრძოლა გამართეს “ზაზა 2”-მა და “ქუთაისმა”. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გაირკვა. ზაზას აკადემიის მეორე გუნდმა 1 ქულით – 59:58 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო 2 შეხვედრები ქუთაისში 19 და 20 მაისს გაიმართება.

დამარცხდა ქუთაისის მეორე გუნდიც, რომელმაც წინა დღეს 68:60 დაამარცხა “ოვერტაიმი”, თუმცა მეორე მატჩში ძალები არ ეყო და 21 ქულით წააგო. ოვერტაიმელებმა 79:58 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და სერია 1:1 გაათანაბრეს. ამ წყვილშიც სერიის მომდევნო მატჩები 19 და 20 მაისს, ქუთაისში გაიმართება.

დაბოლოს ზაზას აკადემიის პირველი გუნდისა და “რუსთავის” დაპირისპირება. ქვემოქართლელებმა სერიის პირველი მატჩი უიმედოდ, 64:92 წააგეს, თუმცა მეორეში ბოლომდე იბრძოლეს და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. ქვემოქართლელებმა შეხვედრაში 71:68 (სტატისტიკა) იმარჯვეს და თუკი 17 და 21 მაისს შინ მომდევნო მატჩბსაც მოიგებენ, ნახევარფინალში გავლენ.

www.gbf.ge

Loading...
0.112688