ჩოგბურთი

13:02 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა, ციციპასი მეშვიდეა

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი პოზიციით უკან დაიხია და ამჯერად მე-18 ადგილზეა. რომის მასტერსის ფინალისტი 20 წლის სტეფანოს ციციპასი კარიერის საუკეთესო მეშვიდე პოზიციაზე ავიდა. რომის მასტერსის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალთან ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაზარდა და რეიტინგს ერთპიროვნულად, სოლიდური უპირატესობით, ლიდერობს.

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 12 115 ქულა
  2. რაფაელ ნადალი - 7945
  3. როჯერ ფედერერი - 5770
  4. დომინიკ ტიმი - 4845
  5. ალექსანდრ ზვერევი - 4745
  6. კეი ნიშიკორი - 3860
  7. სტეფანოს ციციპასი - 3790
  8. კევინ ანდერსონი - 3755
  9. ხუან მარტინ დელ პოტრო - 3145
  10. მარინ ჩილიჩი - 3025

... 18. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1905

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114604