ფეხბურთი

18:44 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისური პრემიერლიგის ოფიციალურ „ტვიტერზე“ წერია, რომ გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ გულშემატკივრები, ოცივე გუნდის კაპიტნები და ექსპერტები, 2018/19 წლების პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი „ლივერპულის“ ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი გახდა.

27 წლის ჰოლანდიელმა მანჩესტერელებს: რაჰიმ სტერლინგს, სერხიო აგუეროს და ბერნარდუ სილვას, თანაკლუბელებს: სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს, ასევე „ჩელსის“ ედენ აზარს აჯობა.

გასულ კვირას ვან დეიკი პრემიერლიგაში საუკეთესოდ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა.

ვირჯილი „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2018 წლის 1 იანვარს გადავიდა 87 მილიონ ევროდ. ამისდაკვალად, ის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113913