ფეხბურთი

16:55 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "მოუმზადებელ ფეხბურთელებს ავსტრალიაში არ წავიყვან"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში გასამართ ტურზე არ წაიყვანს ფეხბურთელებს, რომლებიც წინასწარ გაწერილ პროგრამას არ შეასრულებენ. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ყველა ფეხბურთელს სათითაოდ პროგრამა შეუდგინეს და მათ პირველ ივლისამდე ფორმაში ფორმაში შესვლა მოუწევთ.

"ყველა თავისი პროგრამა აქვს შესასრულებელი და ჩვენ ველოდებით, რომ ფეხბურთელები პირველი ივლისისთვის ფიზიკურად მზად იქნებიან. არ ვაპირებთ დასვენების შემდეგ პირველი ათი დღე მათ ფიზიკურ მომზადებაში გავატაროთ. ჩვენ სხვა გუნდებთან შედარებით მეტი დასვენების დრო გვექნება და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. ეს დაშინება არაა - მაგრამ ვინც არ იქნება ივლისისთვის მზად, ავსტრალიაში ტურზე ვერ წამოვა. წინასასეზონო პერიოდამდე ორი კვირით ადრე მეც ვიწყებდი ხოლმე ვარჯიშს, რათა შემდეგ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მომეხდინა." - ციტირებს სულშერის სიტყვებს Goal-ი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ავსტრალიაში შეკრების პერიოდში 13 ივლისს "პერს გლორის" შეხვდება, 17 ივლისს კი "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

0.107468