ფეხბურთი

18:49 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტმა და ობამეიანგმა შესაძლოა "არსენალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმონ

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობას სურს თავდამსხმელებს ალექსანდრ ლაკაზეტს და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, "მეთოფეები" მზად არიან ხელშეკრულების ვადა ფეხბურთელებს გაუხანგრძლივონ და ასევე კვირაში 250, 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ.

მიმდინარე სეზონში ლაკაზეტმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ობამეიანგმა კი 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი 19 გოლი და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114967