კალათბურთი

1:10 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია "ბასკონიას" 7 ქულით შეეწია

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 32-ე ტურში „სასკი ბასკონიამ“ „ბურგოსს“ 87:79 სძლია და მორიგი გამარჯვება მიითვალა. შეხვედრა მეტად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძლებმა ბოლოსკენ მოახერხეს მეტოქის გატეხვა.

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანზე 12:17 წუთი იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. „თოკომოტივმა“ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანიდან მიზანს ერთმა უწია.

ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა და ეს თანაგუნდელთა შორის მეოთხე შედეგი აღმოჩნდა.

„ბასკონიას“ 32 ტურის თავზე 25 მოგების წინ 7 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 22 მაისს, „ჟუვენტუტს“ საკუთარ დარბაზში დაუხვდება.

0.113303