კალათბურთი

23:52 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 ქულა ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში მალაგას „უნიკახა“ „მურსიას“ესტუმრა და მეტად ფიცხელ ბრძოლაში დამარცხდა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ მასპინძლებმა 78:76 გაიმარჯვეს.

„უნიკახას“ ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21:06 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და მისთვის უჩვეულოდ ორივე საჯარიმო გააცუდა. მარგი ქმედების კოეფიცინეტმა კი მხოლოდ 7 შეადგინა.

„უნიკახას“ 32 ტურის შემდეგ 19 გამარჯვების საპირწონედ 13 მარცხი აქვს და მეხუთე ადგილზეა. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 18 მაისს, „ტენერიფეს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112767